ლა ლიგის მე-7 ტურში მადრიდულ დერბიში ატლეტიკომ რეალი დიდი ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ მეტროპოლიტანოზე გაიმართა და ატლეტიკოს გამარჯვებით 5:2 დასრულდა.
უხვგოლიანი მადრიდული დერბი - ალონსოს რეალმა ლა ლიგის პირველი დიდი გამოცდა ვერ ჩააბარა
ამ ანგარიშით ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. ატლეტიკომ რეალს 5 გოლი 75-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაუტანა.
1950 წელს როხიბლანკომ ლოს ბლანკოსი 3-6 დაამარცხა, მას შემდეგ კი 5 გოლის გატანა ატლეტიკომ რეალისთვის მხოლოდ ახლაღა შეძლო.