მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, რეალის მცველმა რაულ ასენსიომ კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.
ესპანელმა მცველმა ამ ტურნირზე პენალტი აიკიდა, წითელი ბარათი მიიღო, პსჟ-სთან მატჩში კი პირველ გოლზე შედეგიანი შეცდომა დაუშვა, რამაც რეალის განადგურებას დაუდო სათავე.
„მადრიდისტებო, დასრულდა სეზონი, რომელშიც ავისრულე ოცნება და მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ნაწილი გავხდი, თუმცა ის სრულდება ისე, როგორც ყველაზე ნაკლებად ვისურვებდი.
ვგრძნობ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ჩემგან მაქსიმუმს ითხოვდა, დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გავართვი. მოვიდა დრო, გავითიშო ყველაფრისგან და უბრალოდ ელემენტები დავტენო.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ, Hala Madrid." - წერს ასენსიო სოციალურ ქსელში.