არსენალმა დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ნორგარდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფეხბურთელი ლონდონურ კლუბს ბრენტფორდიდან შეუერთდა, რომლის შემადგენლობაშიც პრემიერ ლიგის 122 მატჩში 11 გოლი და 12 ასისტი მიითვალა.
გუნდში ნორგარდმა თომას პარტეი უნდა შეცვალოს, რომელიც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
მეთოფეების შემადგენლობაში 31 წლის ფეხბურთელი 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სატრანსფერო თანხა და კონტრაქტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არსენალისთვის ეს ამ ზაფხულის მე-3 ოფიციალური ტრანსფერია მარტინ სუბიმენდის და კეპა არისაბალაგას შემდეგ.