ფრანგი ფეხბურთელი ტეო ერნანდესი მილანიდან საუდის არაბეთის ალ ჰილალში გადავიდა.
ერ-რიადის გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
მილანი ტეოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს, თავად ფეხბურთელი კი 3 წელიწადში კლუბისგან დაახლოებით 80 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.
თავდაპირველად ტეომ ალ ჰილალში გადასვლაზე უარი თქვა, რადგან ევროპაში სურდა დარჩენა, თუმცა საბოლოოდ ის ტრანსფერზე მაინც დაიყოლიეს.