ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მატეო რეტეგი კარიერას ალ ქადსიაში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ატალანტას იტალიელი თავდამსხმელი საუდის პრო ლიგაში ითამაშებს. ბერგამოელები რეტეგის სანაცვლოდ 67 მილიონ ევროს მიიღებენ.
იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ახალ კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს, ანაზღაურების სახით კი იტალიასთან შედარებით 6-ჯერ მეტ თანხას მიიღებს.
ალ ქადსიამ რეტეგი პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელად დაიმატა, რომელმაც გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
26 წლის თავდამსხმელმა იტალიის სერია ა-ს გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.