ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი კარიერას მილანში გააგრძელებს.
ინფორმაცია ინვისიდან არის ცნობილი, ახლა კი მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა.
მოდრიჩმა მილანთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა, შემდეგ კი ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს.
39 წლის ნახევარმცველისთვის პსჟ-სთან გამართული მატჩი რეალის შემადგენლობაში ბოლო იყო, მილანს კი ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მოდრიჩის მადრიდული კარიერა ოფიციალურად დასრულდა