ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, პარი სენ-ჟერმენთან ჩატარებული მატჩი ლუკა მოდრიჩისთვის რეალის შემადგენლობაში ბოლო იყო.
ხორვატი ნახევარმცველის მადრიდული კარიერა ოფიციალურად დასრულდა და ის სულ მალე თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანის მოთამაშე გახდება.
მოდრიჩმა სამეფო გუნდში 13 წელი გაატარა და კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი, 28 ტიტული მოიგო.
39 წლის ლუკას მონაგარი რეალში ასეთი გამოვიდა - 6 ჩემპიონთა ლიგა, 4 ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი, 5 საკლუბო მუნდიალი, 5 უეფას სუპერ თასი, 5 ესპანეთის სუპერ თასი, 1 საკონტინენტთაშორისო თასი, ოქროს ბურთი, ფიფას საუკეთესო მოთამაშე, უეფას საუკეთესო მოთამაშე.
მოდრიჩთან ერთად რეალს ლუკას ვასკესიც დაემშვიდობა, რომელმაც ასევე ბოლო მატჩი ჩაატარა მადრიდულ გუნდში.