მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მონაკოდან ვისამ ბენ იედერის წასვლის შემდეგ კლუბის მთავარი პრიორიტეტი თავდამსხმელის პოზიციაზე გიორგი მიქაუტაძეა. თუმცა ქართველის დამატებაზე დიდი კონკურენციაა, ევრო 2024-ის ერთ-ერთი ბომბარდირის გადაბირებას აქტიურად ლანსიც ცდილობს.
მონაკოს დირექტორმა ტიაგო სკურომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
"სატრანსფერო ფანჯარა დაიწყო. თავდამსხმელს ვეძებთ, რომელიც მწვრთნელს მეტ არჩევანს მისცემს. ჩვენ უკვე გვყავს ორი ძალიან კარგი მოთამაშე (ფოლარინ ბალოგუნი და ბრეელ ემბოლო) ამ პოზიციაზე."
"მიქაუტაძესთან საუბარი გვაქვს და იმედია, კარგ და სამართლიან შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მივაღწევთ. მეცის მოლოდინების დაკმაყოფილებასაც ვცდილობთ. მეცის პრეზიდენტს პირადად ვესაუბრები. მონაკოსა და მოთამაშეს შორის დიალოგი განსაკუთრებით კარგად მიდის. იმედია, ყველაფერი პოზიტიურად დასრულდება." - კომენტარს Get French Football News ავრცელებს.
გიორგი მიქაუტაძე მეცმა აიაქსიდან ოფიციალურად გამოისყიდა 13 მილიონ ევროდ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი ფრანგული კლუბი ქართველის გასხვისებასთან ახლოსაა.
მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა და ჯერ კიდევ ბომბარდირთა სიის სათავეშია. 3 გოლი ასევე კოდი გაკპომ, ჯამალ მუსიალამ და ივან შრანცმა გაიტანეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
4 საათის წინ
2 საათის წინ