სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ნაკრების ნოემბრის მატჩების განაცხადიდან ერთბაშად რვა ფეხბურთელი ამოვარდა.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოემბრის მატჩებში ინგლისის ნაკრებს ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, ლევი კოუვილი, ფილ ფოდენი, ჯეკ გრილიში, კოულ პალმერი, აარონ რამსდეილი, დეკლან რაისი და ბუკაიო საკა ვერ დაეხმარებიან.
უმეტეს შემთხვევაში მიზეზი დაზიანება ან დისკომფორტია, რომელიც ხსენებულ ფეხბურთელებს აქვთ.
მათ ნაცვლად ნაკრებში მორგან როჯერსი, ჯაროდ ბოუენი, ჯარად ბრანტვეითი, ლინო ლივრამენტო და ჯეიმს ტრაფორდი გამოიძახეს.
14 ნოემბერს ინგლისი ერთა ლიგის მე-5 ტურში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება, 17-ში კი ჯგუფის დასკვნით მატჩში ირლანდიას მიიღებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები