6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-6 ტურში ლევერკუზენმა შინ ინტერს მოუგო.
შეხვედრა ბაი არენაზე გაიმართა და ფარმაცევტების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
როცა ყველაფერი თითქოს ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, 90-ე წუთზე ნორდი მუკიელემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ინტერმა ამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 მატჩში თავისი პირველი გოლი გაუშვა და ლოგიკურად, პირველადაც დამარცხდა.
6 მატჩის შემდეგ ლევერკუზენმა 13 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ინტერი კი იმავე 13 ქულთ ჯერჯერობით მე-4 პოზიციაზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები