მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
არსენალის და მადრიდის რეალის ექს-ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.
36 წლის ყოფილი ფეხბურთელი თურქეთის მმართველი, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიის წევრი გახდა.
იოზილი, რომელსაც თურქული ფესვები აქვს, კარიერის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი ერდოღანთან ახლო ურთიერთობის გამო.
მეტიც, გერმანიის ნაკრები მესუთმა 2018 წელს, სწორედ ერდოღანთან გადაღებული სურათის გამო აგორებული სკანდალის შედეგად დატოვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები