-
Aa
+
ფონტის ზომა
რიო ფერდინანდისთვის მიცემულ ინტერვიუში ტიბო კურტუამ აღნიშნა, რომ წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, მზად არის ბელგიის ნაკრებში დაბრუნდეს.
ნაკრების ბოლო თამაშები კურტუამ დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტის გამო გამოტოვა, თუმცა მას შემდეგ, რაც გუნდში მწვრთნელი შეიცვალა და რუდი გარსია დაინიშნა, რეალის გოლკიპერი ეროვნული გუნდის მაისურს ისევ მოირგებს.
Marca-ს ინფორმაციით, კურტუას დაბრუნება ნაკრებში მარტის თამაშებში მოხდება.
20 და 23 მარტს ბელგიის ნაკრები ერთა ლიგის უმაღლეს დივიზიონში დასარჩენ პლეიოფში უკრაინას დაუპირისპირდება.
თავისი ბოლო წითელ ეშმაკებში კურტუას 2023 წლის ზაფხულში აქვს ჩატარებული, ევრო 2024 მან სრულად გამოტოვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები