სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ ტურებში გუნდების კაპიტნებს ცისარტყელის ფერებიანი სამკლაურები ეკეთათ. ამ მხრივ ორი კაპიტანი გამოირჩა - იფსვიჩიდან სემ მორსი და კრისტალ პალასიდან მარკ გეჰი.
იფსვიჩის კაპიტანმა საერთოდ უარი თქვა ამის გაკეთებაზე და ჩვეულებრივი თეთრი სამკლაური გაიკეთა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით თავად იფსვიჩმაც და მისმა მწვრთნელმა კირან მაკკენამაც გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ კლუბი პატივს სცემს სემ მორსის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, რომელიც მის რელიგიურ მრწამსზეა დაფუძნებული.
განსხვავებულად მოიქცა კრისტალ პალასის კაპიტანი მარკ გეჰი, რომელმაც ცისარტყელის ფერებიან სამკლაურზე შემდეგი რამ დააწერა: "მე მიყვარს იესო, იესოს უყვარხარ."
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის (FA) მიხედვით რელიგიური მესიჯები არ შეიძლება, თუმცა როგორც იწერება, გეჰი ამის გამო მხოლოდ გაფრთხილებას მიიღებს.
პალასის მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა კი თავისი მოთამაშე დაიცვა:
"ვფიქრობ, ეს დიდ ამბად არ უნდა ვაქციოთ. მარკი ტოლერანტულია და მისი აზრი უნდა მივიღოთ". - განაცხადა ავსტრიელმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები