-
Aa
+
ფონტის ზომა
არსენალის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი იმ თემაზე გააკეთა, რომ ბუკაიო საკა კრიშტიანუ რონალდუს, როგორც მის კერპს, ისე უყურებს.
"ვიღაცის ყურება ყოველთვის კარგია. შესაძლოა, როცა კრიშტიანუ იუნაიტედში გადავიდა და თავის კარიერას იწყებდა, მის პირველ სეზონებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის ამ ყველაფერს გააკეთებდა.
ეს კი მისი მენტალიტეტისა და შრომისმოყვარეობის დამსახურებაა, როგორ განავითარა თავისი უნარები და ქიმია იმ გუნდთან, რომელსაც დომინანტურად თამაში შეეძლო". - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
კრიშტიანუ რონალდუ, როგორც სხვა ბევრი ფეხბურთელის შემთხვევაში, ბუკაიო საკას კერპიცაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები