ნიკოლოზ ბასილაშვილმა სან მარინოს ჩელენჯერზე გამოსვლა 1/8 ფინალში დაასრულა.
პირველ წრეში მსოფლიოს 744-ე ჩოგანთან გამარჯვების შემდეგ, ბასილაშვილმა 352-ე ჩოგან მილი პოლიჩაკთან წააგო.
ნიკამ პირველი სეტი ტაიბრეიკზე რთულად აიღო - 2:5-ს აგებდა და 10:8 გაიმარჯვა. მეორე სეტში მეტოქე უკეთესი იყო, მესამეში კი ქართველი ბრეიკით ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა - 7:6; 3:6; 4:6.
ATP-ის ამჟამინდელი რეიტინგის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 133-ე ჩოგანია.