მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა Submission Radio-სთან საუბარში თქვა, რომ ისლამი ილია თოფურიასთან ბრძოლაზე უარს არ იტყვის, თუ მას ამას შესთავაზებენ.
"ყველაფერი რაც ისლამს სჭირდება 2 თვეა, რომ ნებისმიერთან ბრძოლისთვის მოემზადოს. მას არ აინტერესებს ვის ებრძოლება.
ის არ იტყვის უარს ილიასთან ბრძოლაზე. თუ ის არის, ვისაც შემოგვთავაზებენ და მაგიდაზე მასთან ბრძოლა იდება, ისლამი ამას გააკეთებს. ის ასეთია, ნამდვილი მებრძოლი.
ჩვენ ჩემპიონები და ნომერ პირველი სწორედ ამიტომ ვართ. ჩვენ უარს ვერ ვიტყვით, ვინც არ უნდა იყოს ჩვენს წინ." - განაცხადა მენდესმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა და ასპარეზობას მსუბუქ დივიზიონში გააგრძელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები