Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუქსემბურგთან მატჩამდე 3 დღეა დარჩენილი.
ისტორიულ პლეიოფში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი დასაყრდენი ძალა გიორგი ჩაკვეტაძე იქნება. საინტერესოა, როგორ მოვიდა სანაკრებო შეკრებამდე უოტფორდის ფეხბურთელი და რა ფორმაში ხვდება უმნიშვნელოვანეს მატჩს.
ჩაკვეტაძემ სეზონი იჯარის წესით ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე უოტფორდში დაიწყო, მისმა კარგმა თამაშმა კი კლუბს გადააწყვეტინა, რომ ქართველი ფეხბურთელი გენტიდან გამოესყიდა. უოტფორდმა ტრანსფერში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა.
გუნდმა ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, გიორგიმ კი 31 მათგანში მიიღო, მათ შორის 12 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ჩაკვეს მონაგარი 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ერთხელ კვირის გუნდშიც მოხვდა.
გიორგის პასების 83% ზუსტია, დრიბლინგების 56% კი წარმატებულია. მისი საშუალო შეფასება სეზონში 6.88 არის.
ჩაკვეტაძემ ცოტა ხნის წინ ქართველი გულშემატკივრები გვანერვიულა, როცა ქოვენთრისთან მატჩში დაზიანება მიიღო, თუმცა ყველაფერი კარგადაა და გიორგი უკვე ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდა, ის ლუქსემბურგთან შეხვედრისთვის 100%-ით მზადაა.
რაც შეეხება ჩაკვეს სანაკრებო კარიერას, მას ეროვნულ გუნდში 22 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 17-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო. მის ანგარიშზე კი 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. მან ნაკრების ბოლო ოთხ მატჩში შეძლო ასისტის მითვლა (ტაილანდი 2x, კვიპროსი, შოტლანდია, ესპანეთი).
ჩაკვე ერთა ლიგის ისტორიული პირველი გოლის ავტორია და საქართველოს ნაკრების მიმართ გულშემატკივრებში ახალი იმედის გაჩენაც სწორედ მასთან ასოცირდება.
ლუქსემბურგთან შეხვედრაშიც გიორგი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შემტევი ძალა იქნება. მითუმეტეს როცა ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, მისი როლი ერთი ორად იზრდება.
კომენტარები
1 დღის წინ
7 საათის წინ
1 საათის წინ
5 საათის წინ