Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუქსემბურგთან მატჩამდე 7 დღე დარჩა.
ვილი სანიოლმა უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის სანაკრებო განაცხადი დაასახელა, სადაც ჯაბა კანკავასაც ვხვდებით. ყოფილი კაპიტანი ეროვნულ გუნდს ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. კანკავამ ნაკრებში ბოლო, მე-100, მატჩი 2021 წლის ოქტომბერში საბერძნეთთან ჩაატარა.
ჩვენ უკვე განვიხილეთ, როგორ ფორმაში ხვდება ლუქსემბურგთან დაპირისპირებას ნაკრების კაპიტანი და სლოვანში ჯაბას თანაგუნდელი გურამ კაშია. ახლა კი დროა 37 წლის ნახევარმცველის სათამაშო ფორმაც მიმოვიხილოთ.
სლოვანმა სლოვაკეთის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს, კანკავამ კი 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 15-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.
მის ანგარიშზე 1 გოლია და ერთხელაც კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა.
საშუალოდ კანკავას დაცვითი სტატისტიკა ასეთია: 1.3 ჩაჭრა, 2.7 ვარდნა, 7.1 ბურთის დაბრუნება, 0.7 ბურთის გამოტანა.
Sofascore-ის მიხედვით ჯაბას საშუალო შეფასება 7.21 არის.
ნახევარმცველმა ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 ყვითელი ბარათი მიიღო.
სლოვანი ამ სეზონში უეფას კონფერენს ლიგაზეც გამოდიოდა და ასპარეზობას პლეიოფის ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის შტურმთან დაპირისპირებაში გამოეთიშა.
კანკავამ რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 7-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო. მისი საშუალო შეფასება ტურნირზე 6.71 იყო.
რაც შეეხება ყოფილი კაპიტნის სანაკრებო კარიერას, მან ეროვნული გუნდის მაისური 100-ჯერ მოირგო და ლევან კობიაშვილთან ერთად მე-2 ადგილს იყოფს (პირველ ადგილზე გურამ კაშიაა 110 მატჩით).
კანკავა 96-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო. მისი დებიუტი 2004 წელს შედგა, 2012 წლიდან კი გუნდის კაპიტანი იყო. მის ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
ისტორიული მატჩის მონაწილეები - კვეკვესკირი და ქოჩორაშვილი
კანკავას დაბრუნება ნაკრებში მნიშვნელოვანია. გუნდს ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში სწორედ მისი წასვლის შემდეგ პრობლემები აქვს და ასეთ დროს საჭიროა, რომ სანიოლს კიდევ ერთი ალტერნატივა ჰქონდეს. გარდა სათამაშო ასპექტებისა, კანკავას ნაირი გამოცდილი და მისაბაძი მოთამაშის გვერდით ყოლამ ასეთ ისტორიულ მომენტში სხვა მოთამაშეებისთვის შეიძლება დიდი როლი ითამაშოს, თავად ჯაბაც თავის მხრივ იმსახურებს, რომ მის სანაკრებო კარიერას დიდ ფორუმზე გასვლა და თამაში ამშვენებდეს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში დინამო არენაზე ლუქსემბურგს ვუმასპინძლებთ.
კომენტარები
7 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ