Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუქსემბურგთან ისტორიულ მატჩამდე 4 დღე რჩება.
დროა განვიხილოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის ოთარ კიტეიშვილის ფორმა ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.
ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-6 სეზონს ატარებს. მისი შტურმი კი 22 ტურის შემდეგ 46 ქულით მე-2 ადგილზეა და ცხრილის ლიდერ ზალცბურგს 4 ქულით ჩამორჩება, ასე რომ ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
კიტეიშვილმა ჩემპიონატის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 16-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის 3-ჯერ კვირის გუნდშიც მოხვდა.
ოთარის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მან 3 გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, 1 კი თავით. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ლიდერ ზალცბურგთან გოლი იყო, რომლითაც ქართველმა გრაცის შტურმს ქულა მოუტანა.
შტურმმა ამ სეზონში ევროტურნირებზეც მიიღო მონაწილეობა. გუნდმა ასპარეზობა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო, სადაც მეტოქეებად ლისაბონის სპორტინგი, პოლონური რაკოვი და ბერგამოს ატალანტა ჰყავდა.
კიტეიშვილმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა, გრაცელებმა კი ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და კონფერენს ლიგის პლეიოფში გადაინაცვლეს, სადაც მათი მეტოქე ბრატისლავის სლოვანი იყო.
ავსტრიულმა გუნდმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 5-1 დაამარცხა, ქართველი ნახევარმცველი კი გამორჩეული პირველ შეხვედრაში იყო, სადაც პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა ზუსტად. შემდეგ ეტაპზე მეტოქე უკვე ლილი იყო, სადაც შტურმი ასპარეზობას გამოეთიშა. კიტეიშვილი პლეიოფის ოთხივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ოთარის საშუალო შეფასება სამივე ტურნირზე 7-ზე მაღალია: ბუნდესლიგა - 7.28, ევროპა ლიგა - 7.06, კონფერენს ლიგა - 7.23.
რაც შეეხება კიტეს სანაკრებო კარიერას, მისი დებიუტი 2017 წელს შედგა და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში 34 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ის 23-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში.
ნახევარმცველმა ბოლო 2 შეხვედრა (შოტლანდია, ესპანეთი) ტრავმის გამო გამოტოვა.
კიტეიშვილის როლი ლუქსემბურგთან შეხვედრაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თანაც ის ამ სეზონში, როგორც ვხედავთ, კარგ ფიზიკურ და სათამაშო ფორმაშია, რამაც კიდევ უფრო დიდი უპირატესობა უნდა მოგვცეს ნახევარდაცვის ხაზში.
კომენტარები
8 საათის წინ
1 დღის წინ
10 საათის წინ
4 საათის წინ