Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუქსემბურგთან მატჩამდე 2 დღეა დარჩენილი.
ეროვნულმა ნაკრებმაც შეკრება უკვე დაიწყო და მოთამაშეებიც 21 მარტისთვის უკვე ერთად ემზადებიან. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ლუქსემბურგთან შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება ზურიკო დავითაშვილია.
მოდით, გადავხედოთ თუ როგორ ფორმაში ხვდება ამ მნიშვნელოვან დღეებს ქართველი შემტევი.
დავითაშვილი საფრანგეთში უკვე მეორე სეზონს ატარებს. ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ბორდომ 29 მატჩი ჩაატარა, ზურიკომ კი 28 მათგანში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 22-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.
მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მან სამივე გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა. ამასთან ერთად მის აქტივში 1 გამომუშავებული პენალტიცაა.
მისი საშუალო შეფასება ამ სეზონში 6.85 არის.
რაც შეეხება ზურიკოს სანაკრებო კარიერას, მას ეროვნულ გუნდში 32 მატჩი აქვს ჩატარებული, 16-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო, 16-ჯერ კი შეცვლაზე შემოვიდა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
დავითაშვილმა საქართველოს ნაკრების ბოლო 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრიცაა.
უნდა გავიხსენოთ მისი ასპარეზობა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც და ის ბრწყინვალე გოლი, რომელიც ნიდერლანდებს გაუტანა.
ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში კიდევ უფრო იზრდება შემტევი მოთამაშეების როლი ლუქსემბურგთან შეხვედრაში და ზურიკო დავითაშვილიც სწორედ ის ფეხბურთელია, რომლის იმედიც ქართველ გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან მატჩში ექნებათ.
კომენტარები
1 დღის წინ
8 საათის წინ
2 საათის წინ
7 საათის წინ