Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გასულ შაბათ-კვირას ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპულ ჩემპიონატებში თავი გამოიჩინეს.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში ბორდო როდეზს ესტუმრა, შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ანგარიში კი მე-18 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა. ქართველმა შემტევმა 7.2 შეფასება დაიმსახურა, რაც ბორდოს მხრიდან მეორე საუკეთესო შედეგი იყო.
ლა ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა ვალენსიას, რომელმაც მესტალიაზე მადრიდის რეალი მიიღო. ეს დაპირისპირებაც ფრედ 2-2 დასრულდა. გიორგი მამარდაშვილმა 3 ბურთი მოიგერია, მათ შორის ერთ-ერთი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმაც გამოარჩია. ქართველმა მეკარემ ჯუდ ბელინგემის ახლო მანძილიდან დარტყმული აიღო.
¡El @realmadrid busca el gol del empate! #LALIGAHighlights | #ValenciaRealMadrid pic.twitter.com/8bMNtnc1zT
— LALIGA (@LaLiga) March 2, 2024
შემდეგი სცენაზე გიორგი მიქაუტაძე გამოვიდა, რომლის მეცმაც ნანტი 0-2 დაამარცხა. ქათველი თავდამსხმელი კი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. მიქაუტაძე L'Equipe-სა და Whoscored-ის მიხედვით ლიგა 1-ის ტურის საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი მატჩი გამართა გრაცის შტურმმა, რომელმაც ვოლფსბერგერი 4-0 გაანადგურა. კარგი შეხვედრა ჰქონდა ოთარ კიტეიშვილს, რომელსაც Sofascore-მა 7.8 შეფასება დაუწერა. ნახევარმცველმა ტურის სიმბოლურ თერთმეტეულშიც დაიკავა თავისი ადგილი.
ქართული შაბათ-კვირა დააგვირგვინა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის ნაპოლიმაც სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე იუვენტუსი მიიღო და მეტოქე 2-1 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა 42-ე წუთზე ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა. Whoscored-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ კვარა დაასახელა. ხვიჩამ 7.9 შეფასება დაიმსახურა.
ამასობაში ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი დღეები ახლოვდება. 21 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეიოფში დინამო არენაზე ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი 26 მარტს საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შევხვდებით.
ამ ისტორიულ სანაკრებო პაუზას კი, როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელები კარგ ფორმაში ხვდებიან.
კომენტარები
8 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ