-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სუპერ თასის 1/2 ფინალში, რომელიც საუდის არაბეთში იმართება, იუვენტუსისა და მილანის დაპირისპირება შედგა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა. ტურინელები ქენან ილდიზმა დააწინაურა, იუვემ პირველი ტაიმი 1-0 მოიგო.
მილანმა მეორე ტაიმში ქამბექი შეასრულა. 71-ე წუთზე პენალტი კრისტიან პულიშიჩმა გამოიყენა. აქედან 5 წუთში კი ფედერიკო გატის ავტოგოლით როსონერი წინ გავიდა.
საბოლოოდ მილანმა თამაშის თავის სასარგებლოდ ბოლომდე მიყვანა შეძლო და სუპერ თასის ფინალში გავიდა.
ტიტულისთვის ბრძოლაში კი მილანური დერბი გაიმართება. ინტერმა 1/2 ფინალში ატალანტა 2-0 დაამარცხა. დერბი დელა მადონინა 6 იანვარს შედგება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები