-
Aa
+
ფონტის ზომა
დანი ოლმო შესაძლოა დროებით მილანში გადავიდეს.
როგორც იცით, ლა ლიგამ და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ბარსელონას ოლმოს რეგისტრაციაზე უარი უთხრა და კლუბი ჯერჯერობით ფეხბურთელს ვერ არეგისტრირებს.
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მილანური კლუბი ოლმოს 6-თვიან კონტრაქტს სთავაზობს. ხელშეკრულება ითვალისწინებს შეთანხმებას, რომ ივლისში ფეხბურთელი ბარსელონაში შეძლებს დაბრუნებას.
ასეთი გადაწყვეტილება მილანს დროებით გააძლიერებდა, ბარსელონას კი რთული სიტუაციიდან გამოსავალს აპოვნინებდა.
ოლმომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები