მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სუპერ თასის ფინალში დერბი დელა მადონინა გაიმართა. საუდის არაბეთის ქალაქ რიადში ინტერი მილანს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ლაუტარო მარტინესმა გახსნა. არგენტინელმა გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანა და ინტერს პირველი ტაიმი მოაგებინა.
შეხვედრის მეორე ნახევარში კი საოცარი დრამა ვიხილეთ. ტაიმის სტარტზევე ნერაძურიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. თავი მეჰდი ტარემიმ გამოიჩინა და ანგარიში 2-0 გახადა. მალევე მილანმა ერთი ბურთი გაქვითა. 52-ე წუთზე ტეო ერნანდესმა გაიტანა გოლი და როსონერი თამაშში დაბრუნდა.
მე-80 წუთამდე მილანი აგებდა, თუმცა საბოლოოდ კრისტიან პულიშიჩმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ტეომ ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალა, ანგარიში 2-2 გახდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.
თამაშში ახლოს ვიყავით დამატებითი ტაიმების დანიშვნასთან, თუმცა ტემი აბრაჰამმა 93-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და მილანს ტიტული ძირითად დროშივე მოაგებინა.
სერჟიო კონსეისაომ მილანის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. პორტუგალიელს ამისთვის 2 მატჩში დასჭირდა, თუმცა ეს ძალიან რთული გზა იყო.
როსონერი ჯერ 1/2 ფინალში იუვენტუსთან აგებდა და ის თამაში მოატრიალა, ფინალში კი ინტერთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. მილანმა იტალიის სუპერ თასი ისტორიაში მერვედ მოიგო და ამ შედეგით სწორედ ინტერს გაუთანბრდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები