მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურში ტურინის იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე ფიორენტინა მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე კეპრენ ტურამმ გახსნა. 38-ე წუთზე კი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თავი მოიზე კინმა გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა.
იტალიელმა გოლი პატივისცემის ნიშნად არ აღნიშნა, პირველი ტაიმი კი 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმის სტარტზე, 48-ე წუთზე ტურამმა დუბლი შეასრულა და იუვენტუსი კვლავ წინ გაიყვანა.
ტურინელები მატჩის მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა რიკარდო სოტილმა 87-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.
ტიაგო მოტას გუნდი 18 მატჩის შემდეგ სერია ა-ში კვლავ დაუმარცხებელია, თუმცა გუნდი მაინც მე-6 ადგილზეა32 ქულით, ეს კი იმის გამო, რომ ბიანკონერის ანგარიშზე 7 მოგება და 11 ფრეა.
ფიორენტინასაც 32 ქულა აქვს, თუმცა ფლორენციელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები