მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანის ოფიციალური გვერდის განცხადებით, პაულო ფონსეკა გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.
პორტუგალიელი როსონერიში გასულ ზაფხულს დაინიშნა, მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება კლუბმა რომასთან 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ მიიღო.
მილანი 17 თამაშის შემდეგ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-8 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობებით, უკვე ცნობილია ვინ გაწვრთნის მილანს. ფონსეკას თანამემამულე სერჟიო კონსეისაო შეცვლის, რომელიც უკვე დათანხმდა შემოთავაზებას.
პორტუს ყოფილი მწვრთნელი კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები