მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იუვენტუსის ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯოლი კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელი ფლორენციულ გუნდში იჯარით გადავა და გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, ფიორენტინა ვალდებული გახდება, ფეხბურთელი 20 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
ამ ეტაპზე კლუბები ბოლო დეტალებს არკვევენ და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ფაჯოლი მინიმუმ სეზონის მეორე ნახევარს ფლორენციაში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში იტალიელი აზარტულ თამაშებში მონაწილეობაში ამხილეს, რის გამოც მას 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები