-
Aa
+
ფონტის ზომა
უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობებით, სტივენ ჯერარდი ალ-ეტიფაქის მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს და მისი არაბული თავგადასავალი სრულდება.
როგორც სპორტული ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი წერს, ინგლისელმა პირადი მიზეზების გამო თავად სთხოვა ალ-ეტიფაქის ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლა.
არაბული კლუბი პატივს სცემს ჯერარდის გადაწყვეტილებას და მალე კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდება.
სტივი ჯი ალ ეტიფაქს 2023 წლიდან წვრთნიდა, იქამდე ის რეინჯერსისა და ასტონ ვილას თავკაცი იყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები