მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, იური ტაბატაძე და ლევან ნონიკაშვილი კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებენ.
მოთამაშეები ზლატე მორავცეს საბურთალოდან შეუერთდნენ.
"მათ მოსამზადებელ შეხვედრებში ბრწყინვალე პერფორმანსი აჩვენეს და ახლა უფრო მნიშვნელოვანი დავალება აქვთ - დაეხმარონ გუნდს ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაში." - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
ტაბატაძე: "საბურთალოს კაპიტანი 2 წელი ვიყავი. ვეცდები, მოედანზე ჩემი სამუშაო შევასრულო და ვაჩვენო, რომ გუნდის ლიდერი ვარ. მომწონს ქალაქი, აქ ყველაფერია, რაც ფეხბურთის სათამაშოდ და პირადი განვითარებისთვის არის საჭირო."
ჯინჯოლავა: " ჩვენ აქ თამაშების მოსაგებად მოვედით. მჯერა, რომ გუნდი სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩება. ეს ჩვენი მენტალიტეტია და ყველანაირად ვეცდებით, რომ კლუბს დავეხმაროთ."
ნონიკაშვილი: "გუნდელები ძალიან მეგობრულები არიან. გუნდიც ძალიან კარგია და არ იმსახურებს ამ პოზიციაზე ყოფნას. ჩვენ ეს მოედანზე უნდა ვაჩვენოთ. ჩემი მიზანია, რომ გუნდს დარჩენაში და თამაშების მოგებაში დავეხმარო."
ზლატე მორავცე სლოვაკეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
კომენტარები
4 დღის წინ
4 დღის წინ
2 დღის წინ
10 საათის წინ