მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალექს პერეირა მაგომედ ანკალაევთან ბრძოლაზე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით გავიდა.
ამის შესახებ UFC-ს კომენტატორმა, ჯო როგანმა ისაუბრა.
„ამბობენ, რომ პერეირამ ანკალაევთან მოტეხილი ხელით და ნაწლავების მწვავე ინფექციით იჩხუბა. ერთხელ, მან ფეხზე მოტეხილი თითითაც იჩხუბა.
როცა მან ირჟი პროჰაზკა დაამარცხა, მუხლი ჰქონდა ტრავმირებული. გახსოვთ, ბრძოლის ბოლოს როგორ დაეცა? ეს იმიტომ მოხდა, რომ მისმა მუხლმა უბრალოდ დატვირთვას ვერ გაუძლო." - აღნიშნა ჯო როგანმა.
პერეირასა და ანკალაევს შორის საჩემპიონო ბრძოლა 9 მარტს, UFC 313-ზე გაიმართა და გამარჯვება ანკალაევმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები