Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა.
ბრატისლავურმა გუნდმა დუნაისკა სტრედასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონობა გაინაღდა. გუნდისთვის ეს ტიტული ზედიზედ მე-6, ისტორიაში კი მე-14 არის.
ვლადიმირ ვაისის გუნდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ. ისინი სლოვაკეთის ჩემპიონები ზედიზედ მესამედ გახდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში კაშიამ მონაწილეობა მიიღო და 7.3 შეფასებაც დაიმსახურა, მან ამ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 15-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 1 გოლიც გაიტანა.
კანკავამაც 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სასტარტოში 17-ჯერ იყო, მის ანგარიშზეც 1 გოლია.
საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ კაშიამ და კანკავამ მორიგი საკლუბო ტიტულიც მოიგეს.
კომენტარები
2 თვის წინ