Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
2022 წლის ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში გურამ კაშიამ მაკედონიასთან მტკივნეული მარცხი გაიხსენა.
„სადაც ვიყავით, ისევ იქ თუ მივედით, იმ მეორე შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ და ფინალს აუცილებლად მოვიგებთ. უბრალოდ, მაგ მიზნამდე რამდენიმე თამაში დაგვრჩა.
ეს ძალიან რეალურია და ჩემთვის იქნება ალბათ კიდევ ერთი გამარჯვება, რომელსაც ჩემი თავის წინააღმდეგ მოვიპოვებ. იმ იმედგაცრუების შემდეგ, იმდენად დაღლილი ვიყავი ფეხბურთით რომ თამაშის ხალისი აღარ მქონდა.
ისევ დამიბრუნდა ხალისი და შეიძლება ისევ მქონდეს შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ დიდ ტურნირზე ითამაშოს, რაც ჩემთვის ოცნების ასრულება იქნება." - აღნიშნა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.
ამ ინტერვიუდან ზუსტად წელიწადნახევარში, კაშიას კაპიტნობით საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ს პლეიოფში ჯერ ლუქსემბურგი დაამარცხა, შემდეგ კი საბერძნეთი და ტურნირის ძირითად ბადეში მონაწილეობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი აქვეყნებს:
კაშია pic.twitter.com/TSwmmBmbfg
— n1ka (@QW477WQ) April 6, 2024
კომენტარები
8 საათის წინ
8 საათის წინ
2 საათის წინ
6 საათის წინ