Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფისთვის მზადება დაიწყო.
ლუქსემბურგთან მატჩზე გურამ კაშიამ ისაუბრა:
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ლუქსემბურგთან მატჩს. ერთმანეთი გვჭირდება ყველას ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ერთად ვიქნებით. ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს. ვფიქრობ, საინტერესო ერთი კვირა გველის და მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც აქამდე გვიჭერდნენ მხარს."
18 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია საწვრთნელ პროცესს 19 მარტს შეუერთდებიან.
პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
ეროვნული ნაკრები
კომენტარები
8 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ