სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-5 ტურში კატალონიური დერბი გაიმართა, სადაც ჟირონამ საკუთარ მოედანზე ბარსელონა მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე ლამინ იამალმა გახსნა, აქედან 7 წუთში კი 17 წლის შემტევმა უკვე დუბლი შეასრულა და სხვაობა ორბურთიანი გახადა. ბარსელონამ პირველი ტაიმი 0-2 მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტზევე ფლიკის გუნდმა კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა. 47-ე წუთზე გუნდის ახალწვეულმა დანი ოლმომ შეძლო გოლის გატანა. 64-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი პედრიმ გახადა.
მე-80 წუთზე კი ჟირონამ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. გოლის ავტორი კრისტიან სტუანი გახდა. სტუმრებმა შეხვედრაში 1-4 იმარჯვეს.
ლა ლიგაში ჩატარებული 5 მატჩიდან ბარსელონამ ხუთივე მოიგო და 15 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
ფლიკის გუნდის ბურთების შეფარდება 17-4 არის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ფლიკი: "ამ გუნდით ვამაყობ"
ფეხბურთი