Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ედინსონ კავანის ყოფილმა აგენტმა კლაუდიო ანელუჩიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა:
"კვარაცხელია? მახსოვს, როცა იუვენტუსმა კრასიჩი დაიმატა. პირველ წელს ისე ჩანდა, თითქოს მათ ძვირფასი ქვა იპოვეს, შემდეგ ის გაუჩინარდა. პირველი ფენომენალური წლის შემდეგ ყოველთვის უნდა დაუცადო მეორე წელს. სერია ა-ში მოსაბეზრებელია, როცა მნიშვნელოვან მოთამაშეს კონტრაქტი ეწურება ან წასასვლელად ემზადება, იმიტომ რომ არ არსებობს მისი გაწვრთნის კულტურა."
"დე ლაურენტისი რომ ვყოფილიყავი, არასდროს ვიტყოდი საჯაროდ, რომ ოსიმენი წლის ბოლოს წასვლას აპირებს, ეს გათქმული საიდუმლოა. ყველამ იცოდა, რომ კავანი და ლავეცი ადრე თუ გვიან ნეაპოლს დატოვებდნენ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არასდროს გაცხადებულა. ოსიმენის ამბავი კი საჯარო გახდა და ახლა უნდა ვნახოთ, როგორ მოიქცევა ის აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ და გუნდიც როგორ მიიღებს ამ ინფორმაციას." - თქვა ანელუჩიმ Radio Punto Nuovo-სთან.
კომენტარები
12 საათის წინ
18 საათის წინ
16 საათის წინ
2 დღის წინ