2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-12 ტურში დორტმუნდმა და ბაიერნმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
სიგნალ იდუნა პარკზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
27-ე წუთზე ანგარიში ბაენა-გიტენსმა გახსნა. 33-ზე ბაიერნის მდგომარეობა დამძიმდა, ტრავმის გამო მოედნის დატოვება ჰარი კეინს მოუწია, რომლის ნაცვლადაც მოედანზე თომას მიულერი გამოვიდა.
გადარჩენა ბაიერნმა 85-ე წუთზე, ჯამალ მუსიალას გოლით მოახერხა და ქულა მოიპოვა.
ბაიერნმა 30 ქულა დაგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, დორტმუნდი კი 20 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები