სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-11 ტური ბაიერნმა აუგსბურგთან გამარჯვებით გახსნა.
შეხვედრა ალიანც არენაზე გაიმართა და ვინსენ კომპანის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
სამივე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა, პირველი ორი პენალტით, მესამე კი - თამაშიდან.
კეინისთვის ეს კლუბისა და ნაკრების მაისურით ზედიზედ 24-ე და 25-ე ზუსტად შესრულებული პენალტი აღმოჩნდა.
ბაიერნმა 33 შესაძლოდან 29 ქულა დააგროვა და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილზე ლაიფციგია, რომელსაც 10 მატჩში 21 ქულა აქვს მოგროვებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები