სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
9 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანული Sky-ს ჟურნალისტის დენის ბეიერის ინფორმაციით, კარლსრუემ ბუდუ ზივზივაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
კლუბს სურს, რომ თავდამსხმელი შეინარჩუნოს და ქართველიც ამ ვარიანტს განიხილავს. ის კარლსრუეში თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ ამავდროულად ბუნდესლიგაში თამაშიც სურს.
ორივე მხარისთვის იდეალური სიტუაცია იქნება, თუ ფეხბურთელი გუნდთან ერთად უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდება. თუ ბუნდესლიგაში ასვლა ვერ მოხერხდა, ზივზივაძე კომფორტის მიუხედავად წასვლას განიხილავს.
რადგან კარლსრუეს ბუნდესლიგაში ასვლაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით, გადაწყვეტილება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეიძლება მალე არ იქნას მიღებული.
ქართველ მოთამაშეს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე მეორე ბუნდესლიგის ამ სეზონში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, კარლსრუე კი 20 ქულით მე-4 ადგილზეა, პირველადგილოსან ჰანოვერთან ჩამორჩენა 2 ქულაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები