-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენ პლეიოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. ორმატჩიანი დუელი 2025 წლის მარტში გაიმართება. მანამდე კი გავიხსენოთ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია.
საქართველო და სომხეთი აქამდე ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ, ჩვენი გუნდის შედეგი კი ასეთია - 3 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი.
დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სწორედ სომხეთთან ფიქსირდებოდა (7-0), შემდეგ კი ეს შედეგი ტაილანდთან (8-0) გამარჯვებით გავაუმჯობესეთ.
აღნიშნული ამხანაგური მატჩი საქართველოსა და სომხეთის პირველი ურთიერთშეხვედრა იყო, რომელიც 1997 წელს თბილისში ჩატარდა.
საქართველო 7-0 სომხეთი (1997 წელი)
გოლები: შოთა არველაძე (3), არჩილ არველაძე (2), გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი.
სომხეთი 1-2 საქართველო (2000 წელი)
გოლები: ვარდან ხაჩატრიანი - ზაზა ჯანაშია, ზურაბ მენთეშაშვილი.
სომხეთი 0-0 საქართველო (2000 წელი)
სომხეთი 2-0 საქართველო (2004 წელი)
გოლები: არმან ქარამიანი, ართავაზდ ქარამიანი
სომხეთი 1-2 საქართველო (2011 წელი)
გოლები: ედგარ მანუჩარიანი - ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე.
საქართველოს ნაკრები სომხეთს ოფიციალურ მატჩში პირველად 2020 წელს, ერთა ლიგის გათამაშებაში დაუპირისპირდა.
სომხეთი 2-2 საქართველო (2020 წელი)
გოლები: ხორენ ბაირამიანი, ჰენრიხ მხითარიანი - ნიკა კაჭარავა, თორნიკე ოქრიაშვილი.
საქართველო 1-2 სომხეთი (2020 წელი)
გოლები: ვაკო ყაზაიშვილი - გევორქ ღაზარიანი, სარქის ადამიანი.
ბოლოს საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან ამ სასტარტო თერთმეტეულით ითამაშა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები