-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში პსჟ ქალაქ გინგამში ბრესტს დაუპირისპირდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო.
პარიზელებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. 21-ე წუთზე დემბელეს დარტყმის შემდეგ ბრესტის მოთამაშეს ბურთი ხელზე საჯარიმოში მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ვიტინიამ შეასრულა და ანგარიში გახსნა.
ტაიმის ბოლოს პარიზელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს, თავისი მორიგი გოლი გაიტანა უსმან დემბელემ და პირველი ტაიმი 0-2 დასრულდა.
თამაშის მეორე ნახევრის დასაწყისში პსჟ-მ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა დესირე დუეს ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 66-ე წუთზე ანგარიში 0-3 მაინც გახდა. უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა..
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 67-ე წუთზე დუეს ნაცვლად შემოვიდა. მან Sofascore-სგან 6.6 შეფასება დაიმსახურა.
საბოლოოდ ლუის ენრიკეს გუნდმა მეტოქე 0-3 დაამარცხა და სახლში გასამართი განმეორებითი მატჩის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები