4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პსჟ მილანის მეკარის, მაიკ მენიოს შეძენის ვარიანტს განიხილავს.
გამოცემა GFFN ჟურნალისტ საშა ტავოლიერიზე დაყრდნობთ წერს, რომ პარიზელები მილანის მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას იდეალურ შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც, როგორც იწერება, ამ სეზონში ლუის ენრიკეს თავისი თამაშით ვერ აკმაყოფილებს.
L'Equipe კი, თავის მხრივ, ლილის მეკარის, ლუკ შევალიეს მიმართ ინტერესის შესახებ წერს.
თავის მხრივ, პსჟ-ში ახალი მეკარის მისვლის შემთხვევაში, დონარუმა შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს, სადაც მის მიმართ ინტერესს ინტერი იჩენს.
მენიოს მილანთან კონტრაქტი 2026-ს ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით, მხარეები გახანგრძლივებაზე არ შეთანხმებულან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები