-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში პსჟ-მ ბრესტი 0-3 დაამარცხა. თავისი მორიგი გოლები გაიტანა უსმან დემბელემ, რომელიც საოცარ ფორმაშია.
ფრანგმა 2025 წელს ჩატარებულ 8 მატჩში 14 გოლი მიითვალა. მან ბოლო 4 შეხვედრაში 2 ჰეთ-თრიქი და 2 დუბლი შეასრულა.
კონკრეტულად ბრესტს კი დემბელემ ბოლო 2 თამაშში 5 გოლი გაუტანა. უსმანს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 22 გოლი აქვს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ფრანგი შემტევი 2025 წელს ევროპის ტოპ 5 ლიგიდან ერთადერთია, რომელსაც 10 გოლზე მეტი აქვს გატანილი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები