12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა, ჯანპიერო გასპერინიმ, ბრიუგესთან მატჩში მის კარში ბოლო წუთებზე დანიშნული პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა.
91-ე წუთზე, მცველი ისაკ ჰინი და შემტევი გუსტაფ ნილსონი საჯარიმოში ბურთისთვის იბრძოდნენ, რა დროსაც ჰინმა ხელი მოიქნია და ნილსონს სახეში მოარტყა. VAR-მა ეპიზოდი გადაამოწმა და მსაჯის პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
„მთავარი ტრაგედია ის არის, რომ ეს საშინელება მთელ ფეხბურთს მოედო, რაც უკვე სპორტის ამ სახეობასაც სცდება. ყველას სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვს ჯარიმებზე.
დღევანდელი ფეხბურთის ტრაგედია - კონტაქტებია. დღეს ფეხბურთელების უმრავლესობა ეპიზოდის შესალამაზებლად ვარდება და ყვირილს იწყებს. ფეხბურთის წესები ჩემთვის გაუგებარი ხდება.
ჯერ პინგვინებივით დავხტოდით, ახლა პინგვინებივით ვირბენთ კიდეც. ფეხბურთი ნელ-ნელა სპორტის სხვა სახეობას ემსგავსება.
ექვს დღეში სასწაული დაგვჭირდება - ორი ბურთის სხვაობით გვაქვს მოსაგები, ბრიუგე კი კარგი გუნდია. შესაბამისად, ბევრად მეტად მოგვიწევს გახსნა. ნამდვილად რთული მატჩი გველის." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები