-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამსვლელი რაუნდის პირველ ტურში ბაიერნმა სტუმრად შოტლანდიური სელტიკი დაამარცხა.
შეხვედრა გლაზგოში, სელტიკ პარკზე გაიმართა და ვინსენ კომპანის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ბაიერნმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა - 45-ზე მაიკლ ოლისემ ანგარიში გახსნა, 49-ზე კი ჰარი კეინმა კუთხურის შემდეგ ვარდნაში მარცხენა ფეხით ულამაზესი გოლის გატანა შეძლო.
79-ე წთზე მაედამ ერთი ბურთი გაქვითა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საპასუხო მატჩი 18 თებერვალს, მიუნხენში გაიმართება, სადაც ბაიერნი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას და 1/8 ფინალში გასვლას შეეცდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები