მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში ბრიუგემ შინ ატალანტა დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ იან ბრეიდელზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მე-15 წუთზე ანგარიში ჯუტგლამ გახსნა, თუმცა ტაიმის მიწურულს ბერგამოელები თამაშში პაშალიჩის გოლით დაბრუნდნენ.
როცა ყველაფერი შედეგიანი ფრისკენ მიდიოდა, იტალიური გუნდის კარში საკამათო პენალტი დაინიშნა - ფეხბურთელები საჯარიმოში ბურთისკენ მირბოდნენ, რა დროსაც ბრიუგეს შემტევს ატალანტას მცველის ხელი მოხვდა და ვიდეორეფერის მეშვეობით, არბიტრმა წერტილზე მიანიშნა.
პენალტი ზუსტად ნილსონმა შეასრულა და საპასუხო მატჩის წინ წყვილის აუთსაიდერს მინიმალური უპირატესობა მოუტანა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები