მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართველმა MMA მებრძოლმა, ლევან ჩოხელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"მოგესალმებით! დავბრუნდი და მზად ვარ გავაგრძელო ჩემი საქმე. ოფიციალურად დავასრულე ბელატორთან თანამშრომლობა, ახლა მიმდინარეობს UFC-სთან მოლაპარაკებები, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩემით და მხოლოდ გამარჯვების სერია გვაშორებს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებამდე.
ჩემი შემდეგი ბრძოლა ჩაინიშნა გერმანიაში, ქალაქ კასელში, 24 მაისს PFC-ის ტიტულისთვის.ბრძოლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მთლიანად ფოკუსირებული ვარ ღირსეულად გამარჯვებისთვის!
შევხვდებით გერმანიაში!" - წერს ჩოხელი ინსტაგრამის პოსტში.
ცნობისთვის, 28 წლის ლევან ჩოხელი ქვესაშუალო (Welterweight) წონაში ასპარეზობს. მისი პროფესიონალური კარიერა 13 გამარჯვებასა და 3 წაგებას ითვლის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები