მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა Sofascore-მა ავსტრიის ჩემპიონატის კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ოთარ კიტეიშვილი შეიყვანა.
გრაცის შტურმმა ვოლფსბერგერს უმასპინძლა და მეტოქე 4-0 გაანადგურა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 84 წუთი გაატარა, 2 საგოლე შანსი შექმნა, 8-დან 7 დუელი, 4-დან კი 3 საჰაერო დუელი მოიგო და შედეგად 7.8 შეფასება დაიმსახურა.
შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგაში 45 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ზალცბურგს 2 ქულით ჩამორჩება, ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
კომენტარები
4 დღის წინ
4 დღის წინ
2 დღის წინ
11 საათის წინ