Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა Sofascore-მა ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
კვირის გუნდში მოხვდა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც 8.0 შეფასება დაიმსახურა.
ქართველმა ნახევარმცველმა ჰარტბერგს გოლი გაუტანა და შტურმს მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა.
გრაცელები ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სატურნირო ცხრილს 4-ქულიანი სხვაობით ლიდერობენ. მდევარი ზალცბურგია, რომელმაც ბოლო ტურში თავისი მატჩი წააგო და ლიდერთან მიახლოების შანსი ხელიდან გაუშვა.
შტურმი ამ სეზონში დუბლის შესრულებასთან ახლოსაა, გრაცელებმა ცოტა ხნის წინ ავსტრიის თასიც მოიგეს.
რაც შეეხება კიტეიშვილს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
კომენტარები
1 დღის წინ
6 საათის წინ
4 საათის წინ