-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში გრაცის შტურმმა საკუთარ მოედანზე გრაცერი მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც ბრწყინვალე თამაში გამოუვიდა.
ანგარიში 34-ე წუთზე იუსუფ გაზიბეგოვიჩმა გახსნა, მე-40 წუთზე კი ანგარიში ორამდე ოთარ კიტეიშვილის გოლის შემდეგ გაიზარდა.
მე-2 ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 50-ე წუთზე მიკა ბირეტმა ანგარიში 3-0 გახადა. 6 წუთში სტუმრებმა სიტუაცია დაძაბეს. 54-ე და 56-ე წუთებზე გატანილი გოლებით ანგარიში 3-2 გახდა და გრაცერს იმედიც გაუჩნდა, თუმცა სტუმარმა გუნდმა თამაშის მოტრიალება მაინც ვერ მოახერხა.
64-ე წუთზე ავტოგოლით შტურმის უპირატესობა კვლავ ორბურთიანი გახდა, მე-80 წუთზე კი საბოლოო შედეგი ოთარ კიტეიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც საჯარიმოს გარედან დარტყმით დუბლი შეასრულა. შტურმმა კი 5-2 მოიგო.
გრაცელებს 10 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან, ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზე კი უკვე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები