Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში ქართველთა დაპირისპირება ვიხილეთ.
ოთარ კიტეიშვილის შტურმი გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სლოვანს შეხვდა და მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 5-1 აჯობა.
გრაცელთა ქართველმა ათიანმა თავი პირველ შეხვედრაში გამოიჩინა, როცა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და შემდეგ ის თავად შეასრულა ზუსტად. იმ პერფორმანსით კიტეიშვილი კვირის გუნდში მოხვდა.
გუშინ კი ნახევარმცველი 65-ე წუთზე გაიყვანეს მოედნიდან. ბრატისლაველთა მხრიდან სასტარტო შემადგენლობაში იყო ორივე ქართველი. გურამ კაშიამ 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 86-ე წუთზე შეცვალეს, კანკავამ კი მატჩი სრულად ჩაატარა.
კომენტარები
8 დღის წინ
1 დღის წინ
7 დღის წინ
3 დღის წინ